ჩვენს შესახებ

CSE.GE - დისტანციური სწავლების ახალი ავტონომიური პლატფორმა, რომელიც დაფუძნებულია მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე და შექმნილია ინჟინრების ჯგუფის მიერ, რომლებსაც გააჩნიათ ერთდროულად სწავლების და მსგავს სისტემებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. პლატფორმის საბაზო სტანდარტული ფუნქციების გარდა, როგორიცაა სასწავლო პროცესის მართვა, სასწავლო მასალების და დავალებების განთავსება, ონლაინ ლექციების წარმართვა და ჩაწერა, გამოცდების და ტესტების ორგანიზება, შეფასებები, პლატფორმა შეძლებს სტუდენტების (ასევე ლექტორების) ავტომატურ აღრიცხვას მათი ონლაინ დასწრების და აქტივობის შეფასებას ჩართულობის მიხედვით. ასევე სისტემის გამორჩეული შესაძლებლობა იქნება მანქანური სწავლების ალგორითმების საშუალებით დაგროვებული მონაცემების დამუშავება ინდივიდუალურად ყოველი სტუდენტისთვის მათი პროგრესის მონიტორინგისა და სწავლების ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
CSE.GE პლატფორმა წარმოადგენს ღია კოდის მქონე (OpenSource) სისტემას, რომელშიც საკუთარი დამატებების შეტანა სხვა მსურველებსაც შეუძლიათ. უფასო პლატფორმის გამოყენება თავისუფალი იქნება როგორც ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, ასევე სხვა მსურველი ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის.
პლატფორმაზე საუნივერსიტეტო კურსების განთავსების გარდა შესაძლებელია მოკლე ღია ან ფასიანი ონლაინ კურსების შექმნა და განთავსება, რომელთა დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს შესაბამის ელექტრონულ სერტიფიკატს.